საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. დონეცკში საქართველოს კონსულმა მონაწილეობა მიიღო ქ. ზაპოროჟიაში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმში "InCo Forum-2019”

2019 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. ზაპოროჟიეში გაიმართა ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის, ზაპოროჟიეს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული ინოვაციების და თანამშრომლობის IV საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი "InCo Forum-2019”.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ტურინოკმა, ასევე ბიზნესის, მეცნიერების, პოლიტიკური და ადგოლობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლებმა.
ქ. დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს, გამოთქვა იმედი, რომ მომავალ ფორუმებზე წარმოდგენილი იქნებიან აგრეთვე ქართული კომპანიებიც, ასევე ზაპოროჟიესა და საქართველოს რეგიონებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა ტურიზმის, ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში. ფორუმის ფარგლებში კონსულმა ირაკლი ადვაძემ ხანმოკლე შეხვედრა გამართა ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორთან ვიტალი ტურინოკთან.