საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ბახმუტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში

2019 წლის 15 ოქტომბერს დონეცკის ოლქის ქ. ბახმუტში გაიმართა ფორუმი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში: “დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში - „ОРДЛО“ შრომისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის ალგორითმები “.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქ. დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ, ქ. დონეცკში გერმანიის გენერალურმა კონსულმა შტეფან კაილმა, ქ. ხარკოვში პოლონეთის გენერალურმა კონსულმა იანუშ იაბლონსკიმ, უკრაინის ომბუდსმენის წარმომადგენელმა დონბასში პაველ ლისნიანსკიმ, ასევე დონეცკის, ლუგანსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, აგრეთვე გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა.

ფორუმის ფარგლებში ორგანიზაცია „საზოგადოებრივი შრომის კონტროლი“-ს და „აღმოსავლეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი“-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს ინფორმაცია „ОРДЛО“-ში შრომისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევის შესახებ, საოკუპაციო ზონაში უფლებადამცველების მიერ ჩატარებული 6 თვიანი მონიტორინგის საფუძველზე. ექსპერტებმა და უფლებადამცველებმა ისაუბრეს საოკუპაციო ზონაში არსებული მძიმე ინდუსტრიის საწარმოებში დაღუპულთა და დაშავებულთა მომუშავე ადამიანების რაოდენობაზე, განიხილეს “ОРДЛО„-ში მცხოვრები ადამიანების შრომისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვასთან დაკავშირებული არსებული ვითარება.

კონსულმა ირაკლი ადვაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და მოკლედ მიმოიხილა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.