საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხარკოვის ოლქის ეროვნულ-კულტურულ საზოგადოება “საქართველო”-ს საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა

2019 წლის 26 ოქტომბერს, ქ. ხარკოვში ვიზიტის ფარგლებში ქ.დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ, ხარკოვის ოლქის ეროვნულ-კულტურულ საზოგადოება “საქართველო”-ს (ხელმძღვანელი ნონა გოგოხია) და მასთან არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს საჩუქრად გადასცა პორტატულო კომპიუტერი, ვიდეო პროექტორი და მონიტორი.
გვინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ბატონი სანდრო თოფურიას მიმართ ძვირადღირებული ტექნიკისა და ინვენტარის შეძენაში დახმარების აღმოჩენისათვის, აგრეთვე მადლობა გადავუხადოთ ქ.ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულს, ქალბატონ ალექსანდრა ჩიხლაძეს გულთბილი მიღებისათვის.