საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო მომსახურებები


საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს შექმნილი აქვს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.

ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია რიგი საკონსულო მომსახურებების დისტანციური მიღება. ეს დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.

ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ. 
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
  • მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
  • სარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
  • დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
  • საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
  • მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია. 

მოქალაქეთა საკონსულო მიღებაზე ჩაწერის მსურველთა საყურადღებოდ: 

ქ. დონეცკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე. შესაბამისად, მოქალაქე საკონსულო მიღებაზე ჩაწერის მიზნით უნდა დაგვიკავშირდეს ნომრებზე +380623110401 ან +380623110410 და გენერალური საკონსულოს პასუხისმგებელ პირთან შეათანხმოს მისი ვიზიტის დრო და მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქის მომსახურება განხორციელდება წინასწარ ჩაწერილ მოქალაქეთა მომსახურების შემდგომ.

ქ.დონეცკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს მოქალაქეთა მიღება წარმოებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დასვენების დღეები: შაბათი, კვირა, დღესასწაულები.

  • დოკუმენტების მიღება წარმოებს 10.00 სთ.-დან -13.00 სთ.-მდე
  • დოკუმენტების გაცემა წარმოებს 14.00 სთ.-დან 17.00 სთ-მდე

საკონსულო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე