ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ქ. დონეცკში

მიმდინარე წლის 29 მაისს ქ. დონეცკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართა საზეიმო მიღება. 

ხსენებული მიღება გაიმართა სასტუმროში „Donbass Palace” და დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, ინტელიგენციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორის წევრები (სულ 200-მდე სტუმარი).

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს სიტყვით მიმართა ქ. დონეცკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბატონმა ზურაბ კვაჭაძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის რეგიონალურ სიბრტყეში, ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის როლზე ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ შედგა ქართული დიასპორის შესახებ გენერალური საკონსულოს დაკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რის შემდეგაც სტუმრებისათვის გაიმართა საზეიმო ფურშეტი.

 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 29 მაისი 2013 წელი
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ