ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ.ბათუმსა და ქ.დონეცკს შორის დაძმობილებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა

2013 წლის 25 აგვისტოს ქ.დონეცკის მერის მოწვევით  ქალაქ დონეცკის დღისა  და მეშახტის დღესთან დაკავშირებით, დონეცკს ეწვივნენ ქ.ბათუმის მერი ბატონი ჯემალ ანანიძე და ქ. ბათუმის საკრებულოს  დეპუტატი ბატონი ნუკრი დოლიძე.

            ამავე დღეს გაიმართა ჯემალ ანანიძის, ნუკრი დოლიძის და ქ.დონეცკში საქართველოს კონსულის ბატონი ირაკლი ადვაძის შეხვედრა ქალაქ დონეცკის მერთან, ბატონი ალექსანდრე ლუკიანჩენკოსთან. ამ შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დაძმობილებისა და თანამშრომლობის შესახებ  ქალაქებს დონეცკსა და ბათუმს შორის. შეხვედრის დროს მხარეები შეეხნენ  უკანასკნელ წლებში ორივე ქალაქის ინფრასტრუქტურულ და ქალაქმშენებლობაში მომხდარ გარდაქმნებს, აგრეთვე მათი ხელმძღვანელების თანამშრომლობის მიმართულებას.

            ოფიციალური ნაწილის დასრულებისას, ბათუმის დელეგაცია მიწვეულ იქნა მეშახტის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, რომელიც გაიმართა სასტუმრო კომპლექს „ვიქტორიაში“.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ