ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საშობაო ზეიმი 2013

2013 წლის 25 დეკემბერს ქალაქ დონეცკში საქართველოს საკონსულომ, დონეცკის ქართველთა საზოგადოება „რუსთაველ“-თან ერთობლივად, დონეცკის სასტუმრო „Donbass Palace“ 5*-ში გამართეს საშობაო საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქ.დონეცკში საქართველოს საკონსულოს საკოსულო ოლქში (დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქები) მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაცებს და უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული კულტურის ცენტრ „მზიურთან“ არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და ქ. დონეცკში მოქმედმა ქართული ცეკვის ანსამბლმა „GEORGIA”. მონაწილეებს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითა და საკონსულოს მიერ 2013 წლის განმავლობაში გატარებული სამუშაოს მოკლე ანგარიშით მიმართა ქ. დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ.ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს, აგრეთვე დონეცკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულოს სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისათვის, რომელიც ემსახურება უკრაინაში ქართული კულტურის პოლულარიზაციისა და ქართველი და უკრაინელი ხალხის დაახლოების საქმეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ