რა უნდა ვიცოდეთ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით
სასაზღვრო პროცედურები ფეხით მოსიარულეთათვის
საქართველოს მოქალაქე საზღვრის კვეთისას წარადგენს:
- პასპორტს;
- საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას;
- პასპორტის შემცვლელ სხვა სამგზავრო დოკუმენტს;
- სავიზო რეჟიმისას - დანიშნულების ქვეყნის ვიზას.
- არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის საფუძველზე.
საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში:
- 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით;
- 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
- არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვრის კვეთისას წარადგენს:
- უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის (ფოტო სურათით ) საფუძველზე;
- უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც მიემგზავრება საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარი უნდა გადაკვეთოს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით და საქართველოში ყოფნის ნებართვით;
- უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის გაცემაზე, ექვემდებარება უკან დაბრუნებას;
- უცხოელის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით;
- უცხოელის ყოფნა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 3 თვეზე მეტი ხნით გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით;
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ იგი არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას;
- დაჯარიმებას არ ექვემდებარებიან თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირები;
- თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით;
- უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს, დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ.
საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების |
33. ბარბადოსის |
2. ამერიკის შეერთებული შტატების |
34. ანტიგუა და ბარბუდის |
3. კანადის |
35. ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის |
4. იაპონიის |
36. სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის |
5. შვეიცარიის კონფედერაციის |
37. ბოტსვანის რესპუბლიკის |
6. ლიხტენშტაინის სამთავროს |
38. ხორვატიის რესპუბლიკის |
7. ნორვეგიის სამეფოს |
39. ჩილეს რესპუბლიკის |
8. ისრაელის სახელმწიფოს |
40. სენტკიტსის და ნევისის ფედერაციის |
9. წმინდა საყდრის (ვატიკანის) |
41. არგენტინის რესპუბლიკის |
10. ანდორის სამთავროს |
42. მალაიზიის ფედერაციის |
11. სან-მარინოს რესპუბლიკის |
43. მექსიკის შეერთებული შტატების |
12. ისლანდიის რესპუბლიკის |
44. აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკის |
13. არაბთა გაერთიანებული საამიროების |
45. მავრიკის რესპუბლიკის |
14. ქუვეითის სახელმწიფოს |
46. პანამის რესპუბლიკის |
15. კორეის რესპუბლიკის |
47. კოსტა-რიკის რესპუბლიკის |
16. კატარის სახელმწიფოს |
48. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის |
17. ბაჰრეინის სამეფოს |
49. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის |
18. ომანის სასულთნოს |
50. ტაილანდის სამეფოს |
19. ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს |
51. ბელიზის |
20. სინგაპურის რესპუბლიკის |
52. საუდის არაბეთის სამეფოს |
21. ავსტრალიის თანამეგობრობის |
53. ალბანეთის რესპუბლიკის |
22. მონაკოს სამთავროს |
54. სერბეთის რესპუბლიკის |
23. ახალი ზელანდიის |
55. ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის |
24. ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის |
56. მონტენეგროს |
25. ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს |
57. ერაყის რესპუბლიკის |
26. კოლუმბიის რესპუბლიკის |
58. პარაგვაის რესპუბლიკის |
27. დომინიკის თანამეგობრობის |
59. სურინამის რესპუბლიკის |
28. დომინიკის რესპუბლიკის |
60. კუბის რესპუბლიკის |
29. ეკვადორის რესპუბლიკის |
61. თურქმენეთის |
30. ელ-სალვადორის რესპუბლიკის |
62. პერუს რესპუბლიკის |
31. გვატემალის რესპუბლიკის |
63. სენტ ლუჩიის |
32. ჰონდურასის რესპუბლიკის |
64. სენტ-ვინსენტისა და გრენადინების |
საქართველოსთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ:
1. სომხეთი |
6. ტაჯიკეთი |
2. აზერბაიჯანი |
7. უკრაინა |
3. ყირგიზეთი |
8. უზბეკეთი |
4. ბელარუსი |
9. ყაზახეთი |
5. მოლდოვა |
10. მონღოლეთი |
შენიშვნა:
- რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების (Laissez Passer) მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ლიტვის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა), ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში, დანიის სამეფოში, ისლანდიაში, ნორვეგიის სამეფოში, შვედეთის სამეფოში, ესპანეთის სამეფოში, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის რესპუბლიკაში, ესტონეთის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ლატვიის რესპუბლიკაში და რომელთაც აქვთ ერთ–ერთ ამ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ
- დროებითი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ყატარის სახელმწიფოს, ომანის სასულთნოს, ბაჰრეინის სამეფოს და ქუვეითის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობის საფუძველზე.
- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ, ამასთან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საზღვარი გადაკვეთონ ელექტრონული პირადობის მოწმობით;
- უცხოქვეყნისმოქალაქეებს, რომლებიცფლობენამერიკისშეერთებულიშტატების, ევროკავშირისანშენგენისხელშეკრულებისმონაწილექვეყნებისმოქმედმრავალჯერად, ერთხელმაინცგამოყენებულვიზებსერთიწლისანმეტიმოქმედებისვადით, შეუძლიათსაქართველოსტერიტორიაზეშემოსვლაანყოფნაუვიზოდ 90 დღემდე, მაგრამარაუმეტესვიზისმოქმედებისვადისა.
ფიზიკური პირის მიერ საზღვარზე საქონლის გადაადგილება გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ
- დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი;
- 30 დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი;
- საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 3 000 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი;
- გადასახდელებისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში:
- 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის, ან 50 სიგარილას, ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის, ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;
- 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის იმპორტი;
- ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან;
გადასახდელებისგან რომ გათავისუფდეთ:
- კვების პროდუქტები უნდა შედიოდნენ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
- სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06−12, 15−21 ჯგუფებში და 0302−0307, 2201−2202 სასაქონლო პოზიციებში და არ უნდა იყვნენ განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
- საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებში და არ უნდა იყოს განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი
დეკლარირებას ექვემდებარება:
- ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი;
- იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა;
- ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში;
- მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი;
- მცენარე ან ცხოველი (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია);
- მაღალი სიხშირის რადიოელექტრული მოწყობილობა ან კავშირგაბმულობის საშუალება; რადიოაქტიური მასალა.
- მოცემულ საქონელზე მოითხოვება შესაბამისი სერტიფიკატი ან/და ნებართვა
- ნაღდი ფული;
- ჩეკები;
- სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქონლის საზღვარზე გაფორმება
პორტალებში შესაძლებელია გაფორმდეს:
- 3 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
- საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი ნებისმიერი ღირებულების საქონელი;
- უცხოეთში ყოველ 6 თვე ზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის 15 000 ლარამდე ღირებულების საქონელი;
- საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი;
- იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი;
- არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
- პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებში და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი;
- 15 000 ლარზე ნაკლები ღირებულების ან ზედნადებით წარდგენილი საქონელი ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
- საქართველოდან მუდმივ საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
- 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის საქონელი უნდა შედიოდეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე – 97-ე ჯგუფებში (გარდა 87-ე ჯგუფისა).
სამკურნალო საშუალებები
- ფიზიკურ პირს შეუძლია, სამკურნალო საშუალება ინდივიდუალური საჭიროებისათვის შემოიტანოს ათი სტანდარტული შეფუთვის ოდენობით.
- თუ ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მისი ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე ან საქართველოში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე.
- თუ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან პრეკურსორების შემცველი სამკურნალო საშუალებების შემოტანა ან გატანა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე:
- სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ფიზიკურ ი პირის სხვა ქვეყანაში ვიზიტის
- (მივლინება, მკურნალობა, ტურ იზმ ი, პირ ადი მიწვევა და სხვ.) დღეების რაოდენობაზე;
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემოსვლის შემთხვევაში − სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები
- უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე თარგმნილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული:
- რეცეპტის ქსეროასლი;
- რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი;
- რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის (აბის), ამპულის და ა. შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა.
საზღვარზე სატრანსპორტოსაშუალებით გადადგილება
ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა; სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობისდამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტით);
- ავტოსატრანსპორტო საშუალებით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს საქონლის ნუსხას;
- თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში;
- თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საქონელი თავსდება სპეციალურ ტომარაში;
- თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში დალუქვა შეუძლებელია:
- ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შსს-ის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
- სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.